სმაუგის დიზაინი ჯერ კიდევ არ დასრულებულა
- ხუთშაბათი, 19 იანვარი 2012
- Olorin
'ოქროს გლობუსის' დაჯილდოების ცერემონიაზე MTV-სთან საუბრისას ენდი სერკისმა ისაუბრა დრაკონ სმაუგის დიზაინზე. 'საიდუმლოებს ვერ გაგანდობთ. არ შემიძლია ამაზე საუბარი, ვინაიდან მასზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს'
ენდი სერკისი გოლუმის ამჯერად გადაღების თავისებურებებზე
- ხუთშაბათი, 19 იანვარი 2012
- Olorin
ენდი სერკისი საუბრობს გოლუმის გადაღებაზე. პროცესი ამჯერად განსხვავდება 'ბეჭდების კინოტრილოგიის' შექმნისგან.'ბილბო ბეგინსთან შეხვედრის სცენაში ჩვენი მიდგომა კამერულ თეატრს ჰგავდა, სადაც შეგვეძლო ექსპერიმენტების ჩატარება და სხვადასხვა რამის მოსინჯვა. რა თქმა უნდა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ის არის, რომ ამჯერად ვიყენებთ სახის დაფიქსირების ტექნოლოგიასაც, ამიტომ სახის კუნთების მოძრაობები პირდაპირ აისახება ციფრული გამოსახულების კუნთების მოძრაობებზე.
წყარო: Indiewire
Lego-ს დიზაინი მოყვარულის თვალით
- ხუთშაბათი, 19 იანვარი 2012
- Olorin
სანამ Lego-ს სერია ოფიციალურად გამოიცემა, არსებობენ მოყვარულები, რომლებიც უკვე არსებული ფიგურებით და ნაწილებით საკუთარ ვერსიებს აწყობენ. იხილეთ 'ჰობიტის' სამოყვარულო ვარიანტი
ახალი კადრი 'ჰობიტიდან'
- კვირა, 15 იანვარი 2012
- Olorin
გამოცემა LA Times ავრცელებს კადრს 'ჰობიტიდან' - აბლაბუდებიანი ბილბო ბეგინსი ბნელტევრში, 'ნესტარით'. ეს კადრი არ არის შეტანილი ტრეილერში, თუმცა, როგორც ალბათ მიხვდებოდით, იგივე სცენის სხვა კადრებია გამოყენებული.
Lego-ს თემატური სათამაშოები - პრომო-პოსტერი
- პარასკევი, 13 იანვარი 2012
- Olorin
Lego-ს სათამაშოების ახალი სერიის გამოშვება, რომელიც მიეძღვნება ფილმებს 'ბეჭდების მბრძანებელი' და 'ჰობიტი', დაიწყება ამ ზაფხულს. მანამდე უკვე შეგვიძლია ვისიამოვნოთ არაგორნის პრომო პოსტერით.
ახალი სტატიები
- მაზარბულის წიგნი
- ან-თენათი (Ann-thennath)
- აკალაბეთი (Akallabêth)
- სმაუგის დიზაინი ჯერ კიდევ არ დასრულებულა
- ენდი სერკისი გოლუმის ამჯერად გადაღების თავისებურებებზე
- Lego-ს დიზაინი მოყვარულის თვალით
- ახალი კადრი 'ჰობიტიდან'
- Lego-ს თემატური სათამაშოები - პრომო-პოსტერი
- 1966 წლის ანიმაციური 'ჰობიტი'
- ჰობიტი (1966)

ციტატები
და უთხრა ილუვატარმა მდუმარე აინურებს: “შეხედეთ თქვენს ნამღერს! თითოეული თქვენგანი მის შიგთავსში, ჩემ მიერ თქვენთვის წინასწარ მოცემულ დავალებაში, საკუთარ ნაფიქრსა თუ მოგონილს აღმოაჩენს. შენ კი მელკორ, შენი გონების ყველა საიდუმლო ნააზრევს იპოვი და მიხვდები, რომ ისინი ერთი დიდებული მთლიანობის მხოლოდ მცირე ნაწილია.“
სილმარილიონი
საიტის შემქმნელები არიან ჯ.რ.რ.ტოლკინის შემოქმედების მოყვარულები. ჩვენ არ გვაქვს პირდაპირი კავშირი მის მემკვიდრეებთან და ოფიციალურ გამომცემლებთან. საიტზე წარმოდგენილი სტატიები წარმოადგენს ჩვენს პირად აზრს ან პირდაპირ ნათარგმნ მასალას. საავტორო უფლებას გრაფიკულ მასალაზე, წიგნებზე, ფილმებზე და სხვა მასალაზე ფლობს მხოლოდ მათი პირველწყარო. საიტის დიზაინი ეფუძნება ჯ.რ.რ.ტოლკინის წიგნების ილუსტრირებას. Tolkien.Ge არაკომერციულ პროექტს წარმოადგენს.
საიტიდან მასალების დაკოპირებისას და სხვა საიტზე/ბლოგზე/ფორუმზე განთავსებისას გთხოვთ, წყაროს სახით მიუთითოთ Tolkien.Ge
2009-2012











